logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ომისთვის 400 ათასი "მოხალისის" მობილიზებას აპირებს

30 მარ 202311:38
3 წუთის საკითხავი
clock 347
2023/03/30/9vfflo4mwtyrrxu.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთში შესაძლოა ახალი "ნაწილობრივი მობილიზაცია" დაიწყოს. ამჯერად რუსეთი 400 ათასი "მოხალისის" მობილიზებას აპირებს.

რუსეთი კამპანიას წარმოაჩენს როგორც პროფესიონალი კადრების ნებაყოფლობით დაკომპლექტებას და არა როგორც ახალ სავალდებულო მობილიზაციას.

"რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა აირჩია ვითომდა "მოხალისეობის სქემა" პერსონალის დეფიციტის ასანაზღაურებლად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი კამპანია მოიზიდავს სასურველ 400 000 მოხალისეს."- წერს დაზვერვა.

დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთს ცოცხალ ძალასთან ერთად, მეტი საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა სჭირდება.


close დახურვა