logo
ENG



"რაა?!" - ორბანი სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომ უკრაინის ადგილი NATO-შია

21 აპრ 202322:30
3 წუთის საკითხავი
clock 847
2023/04/21/5dgs88pwunn0872.jpg

"რაა?!" - ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას, რომ უკრაინის ადგილი ალიანსშია.

ორბანმა ტვიტერზე პოლიტიკოს მასალა გააზიარა, სადაც იენს სტოლტენბერგის სიტყვებია მოყვანილი.

NATO-ს გენერალური მდივანი 20 აპრილს კიევს ეწვია, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სწორედ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა სტოლტენბერგმა, რომ უკრაინის კანონიერ ადგილი NATO-შია.

ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. დასავლეთის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ვიქტორ ორბანი ნაკლებად კრიტიკულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მან დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, უნგრეთმა უკრაინას დახმარების სახით იარაღი არ მიაწოდა.


close დახურვა