პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 8 თებერვლიდან სრულად გაიხსნება ბაზრობები. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გარდა ამისა, 8 თებერვლიდან ამოქმედდება ტრანსპორტი, 15 თებერვლიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში, ასევე 15 თებერვლიდან გაიხსნება კვების ობიქტები ღია სივრცეში.
შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.