logo
ENG



8 ახალი შემთხვევიდან, 2 არის მძიმე - მარინა ეზუგბაია

21 მაი 202010:51
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში 2 მძიმე პაციენტი გადის მკურნალობას.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

"დღეს ხოლოდ 8 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. გამოჯანმრთელებულების რიცხვიც 10-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა აჭარბებს სტაციონარში მყოფი პაციენტების რაოდენობას. 8 ახალი შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის კლასტერიდან, დანარჩენი 7 არის საკარანტინო სივრციდან.  გუშინ ჩვენთან 11 დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევები გადმოიყვანეს. გვყავს 36 დადასტურებული პაციენტი და 3 არის შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევა ახლა ტარდება. ამ 8 ახალი შემთხვევიდან 2 შემთხვევა არის მძიმე, კლინიკურად მძიმედ გამოხატული სურათით. ასაკობრივი სპექტრი განსხვავებულია, არის მაღალი ასაკის პირებიც და საშუალო ასაკიც. საკარანტინო სივრცეში დადასტურებულებიდან 2-ს მოგზაურობის ისტორია აქვს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ


close დახურვა