logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმმა 2023 წლის აპრილში ე.წ საზღვრის დარღვევის გამო 45 ადამიანი დააკავა

12 მაი 202315:34
3 წუთის საკითხავი
clock 522
საოკუპაციო რეჟიმმა 2023 წლის აპრილში ე.წ საზღვრის დარღვევის გამო 45 ადამიანი დააკავა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ცნობით, მხოლოდ 2023 წლის აპრილში ე.წ საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 45 "კანონდამრღვევი" დააკავეს.

ე.წ კგბ-ის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, დაკავებულთაგან 21 ადამიანმა "სახელმწიფო საზღვარი", ხოლო 24-მა სასაზღვრო რეჟიმი დაარღვია.

მათი ინფორმაციით, 25 ადამიანს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 3-ს ადმინისტრაციული გარიცხვა ჯარიმით, 15-მა გაფრთხილება მიიღო, ხოლო 2 პირს კი ადმინისტრაციული წარმოება შეუწყდა.

ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება "ატყობინებს მოქალაქეებსა და სტუმრებს, ვინც რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ქონის (პასპორტის, ID ბარათის, მცირეწლოვნებისთვის დაბადების მოწმობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - საზღვრის კვეთის უფლების) აუცილებლობაზე".

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ბოლო შემთხვევა 11 მაისს, სოფელ მეჯვრისხევთან დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

 

close დახურვა