logo
ENG



სუნაკი: რუსეთის სტრატეგია, რომელიც ელოდება დასავლეთს, როდის დაიღლება, არ გამოდგება

24 მაი 202319:43
3 წუთის საკითხავი
clock 324
2023/05/24/kskzv2rnjf4mv1d.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, რუსეთის სტრატეგია, რომელიც ელოდება დასავლეთს, როდის დაიღლება, არ გამოდგება.

"უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება. რუსეთის სტრატეგია, რომელიც ელოდება დასავლეთს, როდის დაიღლება, მოიწყენს და [უკრაინას] არ დაეხმარება, არ გამოდგება.

ახლა ჩვენ მოკავშირეებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სახის გრძელვადიანი მრავალმხრივი და ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები შეგვიძლია დავდოთ უკრაინასთან", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

სუნაკის თქმით, რუსეთისთვის სწორი და ერთადერთი მოქმედების გზა უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა და პუტინის მიერ გაჩაღებული ომის შეჩერებაა. 


close დახურვა