logo
ENG



რუსეთი უკრაინას სადაზვერვო გემზე თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს

24 მაი 202321:14
3 წუთის საკითხავი
clock 780
2023/05/24/d1eliv2vo3lytfq.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს შავი ზღვის ფლოტის სადაზვერვო გემზე, Ivan Hurs-ზე - მათი თქმით, გემს დღეს, 05:30 საათზე სამი კატერით შეუტიეს.

რუსული უწყების განცხადებით, ივან ხურსი თურქეთის ეკონომიკურ ზონაში თურქული ნაკადისა და ლურჯი ნაკადის მუშაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ოკუპანტი ქვეყანა აცხადებს, რომ უკრაინელების თავდასხმა მოიგერიეს და კატერები გაანადგურეს.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შესახებ ტელეგრამ არხებზე ინფორმაცია დღისით გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ამასთან, მათი თქმით, უკრაინულ მხარეს რუსეთის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.


close დახურვა