logo
ENG



სკიბიცკი: პუტინი ამჩნევს, რომ ვუახლოვდებით - შესაძლოა, ეშინია, თავისივე ხალხმა არ მოკლას

25 მაი 202308:54
3 წუთის საკითხავი
clock 1025
2023/05/25/nlnb1k3ctagg1dd.jpg

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი ამბობს, რომ "რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უკრაინის სპეცრაზმის  ლიკვიდაციის "კანდიდატთა" სიის სათავეშია".

როგორც სკიბიცკიმ აღნიშნა, მიზეზი იმისა, რომ უკრაინელები ყირიმის ხიდს ამ დრომდე არ აფეთქებენ, არის ის, რომ რუსებს ნახევარკუნძულიდან გაქცევის საშუალება მისცენ.

"პუტინი ამჩნევს, რომ ჩვენ მას ვუახლოვდებით, მაგრამ შესაძლოა მას იმისაც ეშინია, რომ თავისივე ხალხმა არ მოკლას. ის მხოლოდ ახლა იწყებს თავის გამოყოფას, და თუ ამას აკეთებს, არ ვართ დარწმუნებულები, რომ ეს ნამდვილად პუტინია", - ამბობს სკიბიცკიმ.

სკიბიცკის თქმით, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დეტალურად აკვირდება ყველა მოძრაობას, სამეთაურო ცენტრს და წინა პოზიციებს.

გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ რუსეთში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმები უკრაინის სხვადასხვა დეპარტამენტის დამსახურებაა. ეს კეთდება იმისათვის, რომ რუსებისთვის იარაღის მიწოდება შეფერხდეს.


close დახურვა