logo
ENG



პოდოლიაკის თქმით, უკრაინას კონტრშეტევა უკვე დაწყებული აქვს

25 მაი 202312:54
3 წუთის საკითხავი
clock 389
2023/05/25/gu69yyxt5j1lq3m.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან იტალიურ ტელეარხ TG1-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

მისი თქმით, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, უკრაინის ჯარები უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებენ კონტრშეტევას. პოდოლიაკი ირწმუნება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლებისთვის უკრაინა არ აპირებს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას, მაგრამ მათ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად გამოიყენებს.

"დღეს გვაქვს შორი მანძილის რაკეტები Storm Shadow, Leopard-ები, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, რომლებიც საფრანგეთმა და იტალიამ მოგვაწოდეს. F-16 გამანადგურებლები საბოლოოდ მოგვცემენ საჰაერო სივრცის დახურვის საშუალებას. პარადოქსი ისაა, რომ ერთი წლის წინ რომ გვქონოდა, ომი ამ დრომდე დამთავრებული იქნებოდა", - თქვა პოდოლიაკმა.


close დახურვა