logo
ENG



ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

27 მაი 202316:28
3 წუთის საკითხავი
clock 570
2023/05/27/n3raumjlaeq8nfm.png

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა.

ამასთან, ზელენსკიმ ინდივიდუალური სანქციები 51 რუსის წინააღმდეგ დააწესა. მათ შორის არიან მეცნიერები და ქარხნების გენერალური დირექტორები. ფიზიკური პირების გარდა, სანქციები რუსეთთან ასოცირებულ 220 იურიდიულ პირზეც გავრცელდა.

სანქციების სიაშია რუსეთის რკინიგზის სტრუქტურები, ასევე ბელარუსული კომპანიები, კერძოდ მინსკის საავტომობილო ქარხანა, მინსკის მექანიკური ქარხანა, ვიტებსკის რადიო კომპონენტების ქარხანა "მონოლითი" და თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა "ორშანი".

22 აპრილს, ზელენსკიმ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგაც დააწესა სანქციები. სანქცირებული პოლიტიკური პარტიებია "ახალი ხალხი", "სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები - სიმართლისთვის", "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია".


close დახურვა