logo
ENG



ISW: ბახმუტის მიმართულებით მტრის შეტევითი მოქმედებები მკვეთრად შემცირდა

28 მაი 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock 487

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტრის შეტევითი მოქმედებები მკვეთრად შემცირდა.

"ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები ქალაქ ბახმუტიდან უკან იხევენ, რათა ძალები აღიდგინონ და გადაჯგუფდნენ. რუსული შეტევითი ოპერაციები ქალაქსა და მის გარშემო მცირდება", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული ძალები ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში პოზიციების კონტროლს აგრძელებენ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, ვაგნერელები ქალაქ ბახმუტს ტოვებენ და სამ ადგილას გადაჯგუფდებიან.

გუშინ, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, ბახმუტიდან მისი დაქირავებული მებრძოლების გაყვანა დაიწყო, რათ პოზიციებზე კონტროლი რუსეთის არმიის რეგულარულ ჯარებს გადასცეს.


close დახურვა