logo
ENG



ბელგოროდის გუბერნატორი: ხარკივის ბელგოროდისთვის შეერთებით დაბომბვის პრობლემა გადაწყდება

29 მაი 202314:32
3 წუთის საკითხავი
clock 550
2023/05/29/89fzf5wglnhghmq.png
Павел Колядин

ბელგოროდის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ხარკივის ბელგოროდისთვის შეერთებით რეგიონის დაბომბვის პრობლემა გადაწყდება. ამის შესახებ გლადკოვმა ტელეკომპანია "რუსეთი-24"-ის ეთერში განაცხადა.

"ხარკივი ბელგოროდის რეგიონს შეუერთდება. ეს არის საუკეთესო გზა ბელგოროდის რეგიონში დაბომბვის პრობლემის გადასაჭრელად."- უპასუხა გუბერნატორმა ჟურნალისტის კითხვას.

ბელგოროდის რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ "უკრაინელი დივერსანტები" ცდილობდნენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას - მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს.

ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია". პესკოვი ამბობს, რომ "უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანაა".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში შეჭრილი დივერსანტები გაანადგურეს. უწყებაში აცხადებდნენ, რომ 70 "უკრაინელი ნაციონალისტი" მოკლეს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ "უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან".

27 მაისს, რუსეთის ხელისუფლება და მედია აცხადებდა, რომ უკრაინა დრონებით თავს დაესხა რუსეთის შუაგულში მდებარე, მათ შორის დრუჟბას ნავთობსადენებს.

გამოცემა Kommersant-ის ცნობით, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით ტვერის რეგიონში ორი თავდასხმა მოხდა იმ სადგურზე, რომელიც დრუჟბას, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობსადენს, ემსახურება.

ტვერის საკრებულომ განაცხადა, რომ დრონი ჩამოვარდა სოფელი ეროხინოს სიახლოვეს, უკრაინის საზღვართან.

რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა კი განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

 


close დახურვა