logo
ENG



რუსულმა Red Wings-მა, რომელმაც საქართველოში უნდა იფრინოს, ქვეყნების სიაში აფხაზეთი დაამატა

30 მაი 202317:21
3 წუთის საკითხავი
 

რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს, რომელმაც საქართველოში უნდა იფრინოს, ქვეყნების ჩამონათვალი ოკუპირებული აფხაზეთი აქვს მითითებული. ვებგვერდზე ჯერ არ არის დამატებული საქართველო. აქამდე ამ კომპანიის ვებგვერდზე აფხაზეთი არ იძებნებოდა და დღეს ქვეყნების ჩამონათვალს ოკუპირებული რეგიონიც დაამატეს.

Red Wings-ს ფრენების უფლება რეისების დაწყება 2 ივნისიდან იგეგმება, სოჭი-თბილისისა და მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით. Red Wings მეორე რუსული ავიაკომპანიაა "აზიმუტის" შემდეგ, რომელიც საქართველოში ფრენებს დაიწყებს. ის რუსული სახელმწიფო კორპორაციის "როს ტეხის" შვილობილია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა სანქცირებული.

სარეგისტრაციო გრაფის ქვეყნების გრაფაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული კომპანია აზიმუტსაც. მოგვიანებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ქვეყნების სიიდან ამოიღეს. თუმცაღა რუსეთის დუმის დეპუტატმა ზურაბ მაკიევმა გენერალურ პროკურორს მიმართა, რომ აღნიშნულის გამო კომპანია შეამოწმონ. როსავიაციისგან კი დუმის დეპუტატმა "აზიმუტის" ლიცენზიის შეჩერება მოითხოვა. საბოლოოდ საიტზე სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა ამოიღო.


close დახურვა