logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

31 მაი 202318:01
3 წუთის საკითხავი
clock 447
2023/05/31/l32bjcdfikdlky1.jpg

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"დღეს ისევ ცეცხლის ქვეშაა ქალაქი ვოლჩანსკი. სამწუხაროდ, დარტყმა იყო კერძო სახლზე. დაიღუპა 60 წლის მოქალაქე, დაშავდა 1 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. ინფორმაცია ზუსტდება", - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

29 მაისს, რუსულმა ძალებმა კიევზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. 11 საათის შემდეგ ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა