logo
ENG



უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების 15 ფრთოსანი რაკეტა და 21 დრონი გაანადგურეს

02 ივნ 202312:05
3 წუთის საკითხავი
clock 506
2023/06/02/b5uyejttttx8it2.jpeg

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების 15 ფრთოსანი რაკეტა და 21 დრონი გაანადგურეს. ძირითადი თავდასხმა რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიიტანეს. ინფორმაციას გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა თავდასხმის დროს ირანული შაჰიდის დრონები გამოიყენეს. რუსებმა იერიშის მიტანა უკრაინის დედაქალაქზე დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყეს.

გენშტაბში ამბობენ, რომ ფრთოსანი რაკეტები უკვე გვიან, ღამის საათებში გამოიყენეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათი ჩამოგდება შეძლეს.


close დახურვა