logo
ENG



თეთრი სახლი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე: ჩვენ ღია კარის პოლიტიკის ერთგული ვართ

03 ივნ 202318:10
3 წუთის საკითხავი
clock 456
2023/06/03/bxpxv7q84z24py9.jpg

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ ჯერჯერობით ორიენტირებულია კიევის სამხედრო დახმარებაზე, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლას.

"როცა საქმე NATO-ს ეხება, ჩვენ ღია კარის პოლიტიკის ერთგული ვართ. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ალიანსის 31 წევრსა და ქვეყანას შორის, რომელსაც გაწევრიანება სურს. ამაზე ადრეც არაერთხელ გვისაუბრია. ეს არ შეცვლილა.

ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის ძალისხმევის მხარდასაჭერად მისი დემოკრატიისთვის ბრძოლაში, მისი თავისუფლებისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ. და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ", - აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ვილნიუსში უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს არ მიიღებენ, სამიტში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ამის შესახებ მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა.


close დახურვა