logo
ENG



ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია

04 ივნ 202300:45
3 წუთის საკითხავი
clock 663
2023/06/04/4l2btpl92stjbho.jpg

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს მახლობლად მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია. ინფორმაციას დნიპროს ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი ავრცელებს.

ლისაკი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად 2 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და ამ დროისთვის მაშველები ცდილობენ მოქალაქეების ნანგრევებიდან ამოყვანას. ერთი მოქალაქე ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ისინი კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

სარაკეტო იერიშის გამო ადგილზე გაჩნდა ხანძარი და მაშველები მის ჩაქრობას ცდილობენ.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"რუსეთი მორიგ ჯერზე ამტკიცებს, რომ არის ტერორისტი-სახელმწიფო. რუსეთი პასუხს აგებს იმის გამო, თუ რა დაუშავა ჩვენს ქვეყანასა და მოქალაქეებს", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა