logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: გასული დღის განმავლობაში, მტერთან 23 საბრძოლო შეტაკება მოხდა

04 ივნ 202310:10
3 წუთის საკითხავი
clock 366
2023/06/04/1yhdmbpgza91rgy.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მტერთან 23 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"გასული 24 საათის განმავლობაში, მტერმა 2 სარაკეტო და 30 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 56. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე რჩება.

მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის სრულ ოკუპაციაზე. გასული დღის განმავლობაში, 23 საბრძოლო შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 209 940 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა