logo
ENG



ზელენსკი: თუ რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს, უკრაინიდან ჯარი უნდა გაიყვანოს

04 ივნ 202311:28
3 წუთის საკითხავი
clock 503
2023/06/04/9c5dvrq95yjli5a.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს, უკრაინის ჯარი უნდა გაიყვანოს.

"თუ რუსეთს სურს აირჩიოს დიპლომატიური გზა, უნდა დატოვონ აქაურობა, სანამ კიდევ მეტს მოვკლავთ და ძალით გავიყვანთ. მე ვფიქრობ, რომ დიდი განსხვავებაა. დიახ, შედეგი ერთი მხრივ იგივეა. მე მჯერა, რომ ჩვენ ტერიტორიების დეოკუპაციას შევძლებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანაკარგების შემცირება, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, ვართ თუ არა მზად, რაიმე ტიპის დიალოგისთვის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მოუწევს თუ არა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია სამხედრო გზით, ეს მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული.

"რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის დღეს არ არსებობს იოლი გამოსავალი, რადგან ისინი მკვლელები არიან. მაგრამ მინიმალური დანაკარგებით მათ აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ დიპლომატიური გამოსავალი სიტუაციიდან. ეს ნიშნავს, რომ ტყვიების გარეშე, აფეთქებების გარეშე, რაკეტების გარეშე, დაიწყონ ჩვენი ტერიტორიების დატოვება", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა