logo
ENG



იგნატი: გუშინ ღამით, ორი რუსული რაკეტა კროპივნიცკის მახლობლად მოქმედ აეროდრომს მოხვდა

04 ივნ 202315:19
3 წუთის საკითხავი
clock 643
2023/06/04/fb1vvmzb032xnu8.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, გუშინ ღამით, ორი რუსული რაკეტა ქალაქ კროპივნიცკის მახლობლად მოქმედ აეროდრომს მოხვდა.

"საკრუიზო რაკეტებმა ყველაფერი არ გაანადგურეს, 6 რაკეტიდან 4 განადგურდა. სამწუხაროდ, [რაკეტები] კროპივნიცკის მახლობლად მოქმედ აერდრომს მოხვდა", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატს თავდასხმის შედეგების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ თქვა, რომ უკრაინაში საჰაერო თავდაცვა უნდა გაძლიერდეს. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ გუშინ ღამით, რუსული თავდასხმის შედეგად სუმის რეგიონში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.

ამასთან, გუშინ გვიან ღამით, რუსებმა სარაკეტო იერიში დნიპროზე მიიტანეს, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია. ნანგრევებიდან კი 2 წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.


close დახურვა