logo
ENG



სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ ჩეჩენი ბიზნესმენი და გროზნოს ყოფილი მერი

04 ივნ 202320:43
3 წუთის საკითხავი
clock 3175
2023/06/04/e96ylsww367iojf.jpg

ქართული ოცნების რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ ჩეჩენი ბიზნესმენი, გროზნოს ყოფილი მერი და მათი მეგობრები.

სამხარაძე მათ ვინაობას არ აკონკრეტებს, ამბობს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი არც ერთს ჰქონდა დარღვეული.

"დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა.

სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს - არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ქონოდათ, არავინ შემოუშვებდა", - დაწერა სამხარაძემ.

ეს ბიზნესმენი, სავარაუდოდ, ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩია. მას კადიროვთან უთანხმოება ჰქონდა, თუმცა, როგორც მედია წერს, ეს უთანხმოება მოაგვარეს. ახლა ის კადიროვის ახლო წრეს წარმოადგენს.

***

მანქანები რუსული ნომრებით, რომლებიც გუშინ ნატახტარში, შემდეგ კი ბათუმში გამოჩნდნენ, ერთ-ერთი ვერსიით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გარემოცვას ეკუთვნის.

ბათუმში გადაღებულ ფოტოზე ერთ-ერთი მერსედესის მარკის მანქანის ნომერი ემთხვევა მანქანას, რომელიც ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩის ინსტაგრამ გვერდზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს.

ვრცლად


close დახურვა