logo
ENG



ზელენსკის თქმით, დატბორილ რაიონებში ოკუპანტები მაშველებს ესვრიან

07 ივნ 202321:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/woxtt6zgdm3apj3.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტები კახოვკის ჰესის სამაშველო ღონისძიებებს აფერხებენ და დატბორილ რაიონებში მაშველებს ესვრიან. ამის შესახებ მან POLITICO-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"როგორც კი ჩვენი მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ, მათ ესვრიან [...] ადამიანები, ცხოველები დაიხოცნენ, ძალიან რთულია ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან ხალხის გამოყვანა. როგორც კი ჩვენი ძალები ამას ცდილობენ, ოკუპანტები მათ შორიდან ესვრიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ზუსტი ზარალის დადგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება - მისი თქმით, ჰესის აფეთქების შედეგებს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში იხილავენ, ანუ მაშინ, როცა წყლის დონე შედარებით დაიწევს.

გუშინ რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებზე ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე:


close დახურვა