logo
ENG



შმიჰალი საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებული ნაწილიდან მოქალაქეების ევაკუაციას მოუწოდებს

07 ივნ 202323:05
3 წუთის საკითხავი
clock 668
2023/06/07/2dhsagtw7hdnx1k.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიჰალი საერთაშორისო ორგანიზაციებს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ნაწილიდან მოქალაქეების ევაკუაციაში დასახმარებლად მიმართავს.

შმიჰალმა გაეროსა და წითელი ჯვრის ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედონ. მისი თქმით, ოკუპირებულ ნაწილში რუსებმა მოქალაქეები მიატოვეს და მათ დახმარებას არ სთავაზობენ.

"მოგმართავთ თქვენ, იმოქმედოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის", - განაცხადა მან.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ ოკუპანტები ევაკუაციისა და დატბორილ რაიონებში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარების პროცესს აფერხებენ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იქ მისულ მაშველებს ოკუპანტები შორი მანძილიდან ესვრიან.

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებზე ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე:


close დახურვა