logo
ENG



სუნაკმა და ბაიდენმა განაცხადეს, რომ უკრაინას გრძელვადიანად დაუჭერენ მხარს

09 ივნ 202302:06
3 წუთის საკითხავი
clock 430
2023/06/09/ojnarzgmu9xumvf.jpg
REUTERS/Evelyn Hockstein

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში შეხვედრისას უკრაინისთვის გრძელვადიან მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

სუნაკი ვაშინგტონში დღეს ჩავიდა და აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა. ლიდერებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი კიდევ ერთხელ დაგმეს და რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდეს.

"დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა 50-ზე მეტ პარტნიორთან ერთად უკრაინას ისტორიული მოცულობის უსაფრთხოების კუთხით დახმარება გადასცეს. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს მისი ძლიერი ლიდერობისთვის, უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის უსაფრთხოების კუთხით დახმარებისა და წვრთნებისთვის, იმისთვის რომ მათ ეფექტურად შეძლონ იმ აღჭურვილობის და იარაღის გამოყენება, რომელიც მათ კოლექტიურად გადავეცით" - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციისას.

ლიდერებმა პირობა დადეს რომ უკრაინას კიდევ "წლების განმავლობაში დაეხმარებიან", რითაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაუგზავნიან "ძლიერ სიგნალს", რომ უკრაინისადმი გაერთიანებული მხარდაჭერის შემცირებას ტყუილად ელის.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი ასევე აპირებს უკრაინას "გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის" მხარი დაუჭიროს.

"ეს არის ჩვენი მიზანი და ამას ვაღწევთ უკრაინისთვის იმ დახმარების მიწოდებით, რაც ახლა ბრძოლის ველზე სჭირდებათ და უკრაინის ჯარის გრძელვადიანად გაძლიერებით...

მჯერა, რომ გვაქვს ფინანსები რომ უკრაინას მანამდე დავეხმაროთ, ვიდრე ეს საჭირო იქნება." - განაცხადა ბაიდენმა.


close დახურვა