logo
ENG



ISW: ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინამ სულ მცირე 3 მიმართულებით კონტრშეტევა განახორციელა

09 ივნ 202310:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/09/sgh3hj4di7tbotu.png

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე სამი მიმართულებით კონტრშეტევა განახორციელეს.

ISW-ში ამბობენ, რომ კონტრშეტევა სხვადასხვა შედეგის განვითარდა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამხედროები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის რეჟიმიდან შეტევის რეჟიმზე გადავიდნენ და 200 მეტრიდან თითქმის 2 კილომეტრამდე მანძილზე გავიდნენ.

ISW-ის ცნობით, უკრაინელები ზაპოროჟიეს მიმართულებითაც გავიდნენ წინ, თუმცა ამასთან, დასავლეთისგან მიღებული სატრანსპორტო საშუალებების რამდენიმე ერთეული დაკარგეს.

ომის კვლევის ინსტიტუტში ამბობენ, რომ 8 ივნისს უკრაინის თავდასხმები დასავლეთ ზაპოროჟიეს მიმართულებით არ ასახავს უკრაინის შესაძლებლობებს მიმდინარე კონტრშეტევაში.

ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ უკრაინის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, შედგება სხვადასხვა მასშტაბის მრავალი აქტივობისგან, მათ შორის უფრო ლოკალიზებული თავდასხმებისგან. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ 12 სპეციალური კონტრშეტევითი ჯგუფი შექმნა.

ექსპერტები წერენ, რომ რგორც ჩანს უკრაინამ განათავსა ძალების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის. 

"გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ რაიონში განლაგებული რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ჯარები, სავარაუდოდ, უფრო მაღალი ხარისხის დაჯგუფებაა, ვიდრე რუსული ჯგუფები სამხედრო ოპერაციების სხვა სფეროებში", - ამბობენ ანალიტიკოსები.

ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური პრესკონფერენცია 2023 წლის ივნისიდან 2023 წლის ნოემბრამდე ან დეკემბრამდე გადადო.


close დახურვა