logo
ENG



პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო

09 ივნ 202320:25
3 წუთის საკითხავი
clock 1055
2023/06/09/ivmmbuy4kj9g523.jpg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, თუმცა ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეტევა დაიწყო. და ამას მოწმობს უკრაინის არმიის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება. საბრძოლო მოქმედებების ვერც ერთ მონაკვეთზე უკრაინულმა ჯარებმა ვერ მიაღწიეს მათ მიერ დასახულ ამოცანებს. ეს აბსოლუტურად აშკარაა", - თქვა პუტინმა სოჭში, სადაც ბელარუსის ლიდერს შეხვდა.

უკრაინულ მხარეს ოფიციალურად არ უხსენებია არც შეტევაზე გადასვლა და არც დანაკარგები. უკრაინის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეიარაღებული ძალები აწარმოებენ შეტევითი ოპერაციებს ფრონტის რიგ სექტორებში, მაგრამ ისინი ტაქტიკური ხასიათისაა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ კონტრშეტევის დაწყება საჯაროდ არ გამოცხადდება. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის სხვა წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში განაცხადეს, რომ შეტევა ჯერ არ დაწყებულა. კიევს პუტინის ბოლო განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


close დახურვა