logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

24 ივლ 202313:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/24/flep9zm6wzozajk.jpg

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლო პროცესი დღეს, 24 ივლისს გაიმართა. 

17 ივნისს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში ჰქონდა მიყენებული. 

ჯაფარიძე თავდამსხმელის ამოსაცნობად შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში იმყოფებოდა. სამმართველოს დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ სოსო მაისურაძე ამოიცნო.

შსს-ს ცნობით, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სოსო მაისურაძეს 1-წლიანი პატიმრობა ელის. 

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს მოწოდებული ინფორმაციით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა, თავდასხმას რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლებდა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდებოდა.


close დახურვა