logo
ENG



"2020 წელს მოხდა იგივე, გაგაფრთხილეთ, შეგემოწმებინათ" - მოქალაქე, რომელიც ახლობლებს ეძებს

05 აგვ 202313:16
3 წუთის საკითხავი
 

მარიტა გუტაშვილი, რომელიც სტიქიის ოჯახში ოჯახის 9 წევრს ეძებს, ამბობს, რომ სამი წლის სინ შოვში იგივე განმეორდა და მაშინაც დახმარება ითხოვა. ის ითხოვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

"2020 წელს მოხდა იგივე, მეც იქ ვიყავი და გადავრჩი. არ ვიცი, რაღაც მფარავს და გადავრჩი, გადავრჩი რომ თქვენთან [მთავრობასთან] მოვიდე და მოგაკითხოთ. 2020 წელს მოხდა იგივე, გაგაფრთხილეთ, რომ შემიმოწმეთ მთა. ვერ ვხედავ ამ თვალებით, არ ვარ სპეციალისტი, არ ვარ იმის სპეციალისტი, რომ მთის სიღრმეში რა წყალია შევამოწმო, არ მაქვს აპარატურა. მაგისთვის ვიყიდო და ვისწავლო?", - ამბობს მოქალაქე. 

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 25 ადამიანთან.


close დახურვა