logo
ENG



"მოვუწოდებ კოლეგებს, არ აჰყვნენ აგენტების პროვოკაციებს" - კობახიძე პარლამენტში ჩხუბზე

20 სექ 202313:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/twlnuwf3y07m0cc.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირებას " პროვოკაციას" უწოდებს. ის ოპოზიციის წევრებს "აგენტებს" უწოდებს და მოუწოდებს მმართველი გუნდის წევრებს, არ აჰყვნენ მათ.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მაქსიმალური სიმშვიდით შეხვდნენ ასეთ პროვოკაციებს, მათი მიზანი ეს არის, ხელოვნურად სცადონ ვითარების ადუღება. მოვუწოდებ კოლეგებს, რომ არ აჰყვნენ აგენტების პროვოკაციებს", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ჯერ კიდევ პლენარულ სხდომათა დარბაზში დაიწყო, სადაც ოპოზიციის წევრებმა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ოპოზიციის წევრებმა დარბაზი დატოვეს, სხდომა კი გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი".


close დახურვა