logo
ENG



"თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ" - ზელენსკი სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა

21 სექ 202321:58
3 წუთის საკითხავი
clock 564
2023/09/21/e7otkpnuhhp6on0.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა. მან მოუწოდა კანონმდებლებს გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

ზელენსკი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჩავიდა და მას შემდეგ შეხვედრებს მართავს. 

სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის დრო ზელენსკიმ დახმარების მიწოდების დახმარების შედეგებზე ისაუბრა.

"იყო ერთი წინადადება, რომელიც ყველაფერს აჯამებს. ვციტირებ მას, ზელენსკიმ თქვა: "თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ". ეს მისი ციტატაა", - თქვა შუმერმა.

თვითონ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბევრ საკითხზე ისაუბრეს.

"ჟურნალისტებს ყველა დეტალს ვერ მოვუყვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ სენატორებთან ძლიერი დიალოგი გვქონდა", - თქვა ზელენსკიმ.

კაპიტოლიუმში შეხვედრის შემდეგ ზელენსკი პენტაგონში გაემგზავრა, სადაც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა. ზელენსკიმ ცოლთან ერთად 11 სექტემბრის მემორიალზე გვირგვინი მიიტანეს. 

ადგილობრივი დროით 15:00 საათზე უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში მივა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. 


close დახურვა