logo
ENG



ტარნავსკი: უკრაინელებმა ვერბოვეში რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს

23 სექ 202316:56
3 წუთის საკითხავი
clock 319
2023/09/23/4zqbjcmdhyb9tjt.png

ტავრიას ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრ ტარნავსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს რეგიონში, ვერბოვეში რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. ეს განცხადება ტარნავსკიმ CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისივე შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამავე მიმართულებით წინსვლას მომავალშიც შეძლებენ.

"მარცხენა ფრონტზე, ვერბოვისთან გარღვევა გვაქვს და ჩვენ წინსვლას ვაგრძელებთ. ისე სწრაფადაც ვერ მოვახერხეთ, როგორც ველოდით... მთავარია ეს ინიციატივა არ დავკარგოთ; არ დავკარგოთ ის პრაქტიკაში, მოქმედებაში", - თქვა ტარნავსკიმ.

CNN-ს ცნობით, რეგიონში არსებული ვითარების შესახებ რუსები განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ, მაგრამ, ღია წყაროებით მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ ზოგიერთმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა სოფელ ვერბოვესთან "რუსეთის თავდაცვის მნიშვნელოვანი ხაზი გადაკვეთა".


close დახურვა