logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

27 სექ 202312:58
3 წუთის საკითხავი
clock 521
2023/09/27/hvzvzfzb6p2ki3x.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე აქვეყნებს.

25 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდება.

პარალელურად, 25 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზე იქნება - მასში მონაწილეობას მიიღებენ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

პირველ სექტემბერს ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან  "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია". 

ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა. 

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

 


close დახურვა