logo
ENG



Bloomberg: აბრამოვიჩი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესის აღსადგენად, კიევში ჩავიდა

17 აპრ 202203:18
3 წუთის საკითხავი
 

Bloomberg რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, რომელიც ამ დროისთვის ჩიხშია, განაახლოს. მოლაპარაკებები მხარეებს შორის მას შემდეგ შეჩერდა, რაც რუსეთის მიერ ომის დანაშაულების შესახებ გახდა ცნობილი.

საკითხთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ აბრამოვიჩი უკრაინელ მომლაპარაკებლებს შეხვდა, რათა მათთან ერთად განეხილა, მოლაპარაკებების აღდგენის გზები.

აბრამოვიჩი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიდი ხნის კავშირები აქვს, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში არაფორმალურ როლს ასრულებს, მას შემდეგ რაც მას შესაბამისი თხოვნით ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

Bloomberg-ი წერს, რომ აბრამოვიჩის პრესსპიკერი მის კიევში ჩასვლას არ ადასტურებს, ასევე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა, განცხადება არც კრემლის პრესმდივანს დმიტრი პესკოვს გავრცელებია.


close დახურვა