logo
ENG



DRI: პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო

25 იან 202215:00
3 წუთის საკითხავი
 
DRI: პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო.  

გუშინ, 24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც სცემს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს პოლიციელი. ამ საქმეზე დღეს, 25 იანვარს დილით სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავა.

"ბავშვის დაცვა და მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მოვალეობაა. თუმცა, გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პოლიციის სისტემაში ბავშვის ინტერესების დაცვა და კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულება არ ხდება. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო", - აღნიშნავენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაამზადოს პოლიციელები ბავშვთა დაცვის საკითხებში, ამასთან, არ იყოს ტოლერანტული სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.
საქართველოს პარლამენტს.

ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტსაც, რომ პოლიციელად გახდომის კრიტერიუმებში ბავშვთა დაცვის საკითხების ცოდნის სავალდებულოობა კანონმდებლობაში ასახოს. მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს პოლიციის სისტემის რეფორმის გატარება ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.


close დახურვა