logo
ENG



EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთის საკითხზე საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელებენ

16 აგვ 202116:25
3 წუთის საკითხავი
 
EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთის საკითხზე საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ავთანეთის საკითხზე საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელებენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ტვიტერზე დაწერა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მათ პარტნიორენთან ინტენსიური კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს. 

"ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ბოლო დღეებსა და საათებში პარტნიორებთან ინტენსიური კონტაქტის შედეგად გადავწყვიტე, რომ ხვალ დღის მეორე ნახევარში მოვიწვიო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენცია, პირველი შეფასებისთვის", - დაწერა ბორელმა ტვიტერზე.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანი გუშინ, 15 აგვისტოს შევიდა, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.


close დახურვა