logo
ENG



EU-მა რუსეთს ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა

17 ივნ 202416:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/17/5nl45fqmoul99yn.jpg

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, EU-მ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით, 2024 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა.

მოქმედი შემზღუდველი ზომები პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა და ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას მოიცავს.

გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ექვემდებარება გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ყირიმში მოქმედი კომპანიებისთვის, ან უკანონოდ ანექსირებული ყირიმის გამოყენება ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ასევე, ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოსაპოვებლად და საწარმოებლად.

რუსი ოფიციალური პირები ევროკავშირის მხრიდან სანქციების გახანგრძლივებაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, რაც ბიზნესმენებზე, კომპანიებსა და ეკონომიკურ სექტორებზე ახდენს გავლენას.

 


close დახურვა