logo
ENG



NATO-ს ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

18 მაი 202216:08
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება.

ამის შესახებ განახლება NATO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა დღეს, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, თუმცა დილით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა გაუქმდა. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ პრემიერი ღარიბაშვილის შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს NATO-ში ფინეთისა და შვედეთის ელჩებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ალიანსის წევრობის აპლიკაციები გადასცეს.

 

close დახურვა