logo
ENG



NCDC: აცრების დაჯავშნის პორტალი აღდგენილია

04 ივლ 202119:37
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: აცრების დაჯავშნის პორტალი აღდგენილია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი booking.moh.gov.ge აღდგენილია და ფუნქციონირებს.

მათი ცნობით, ამ დროისთვის პორტალზე სინოფარმით აცრის 14 000-მდე ჯავშანია რეგისტრირებული.

2 ივლისს საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა შემოვიდა. სინოფარმზე რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი გაითიშა. საიტის გათიშვის მიზეზად ჯანდაცვის სამინისტრომ კიბერშეტევა დაასახელა. ამასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - სსკ-ის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა).

პორტალი დღეს, 4 ივლისს, დილით ჩაირთო, მაგრამ შეფერხებით მუშაობდა.


close დახურვა