logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 9 678 ტესტი

10 ნოე 202010:55
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 9 678 ტესტი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2 970-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 348 ადამიანი, 22 კი გარდაიცვალა.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით Covid-19-ის ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია:

თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა;

აჭარაში - 653;

იმერეთში - 463;

ქვემო ქართლში - 90;

შიდა ქართლში - 105;

გურიაში - 67;

სამეგრელო - ზემო სვანეთში - 202;

კახეთში - 94;

მცხეთა-მთიანეთში - 93;

სამცხე-ჯავახეთში - 49;

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24.

ჯამში, ქვეყანაში covid-19-ის 63 650 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 47 390 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 521 დაიღუპა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 765 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 709, კოვიდ სასტუმროებში კი 3 066 პაციენტია მოთავსებული. 37 303 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 678 pcr ტესტი ჩატარდა.


close დახურვა