logo
ENG



ODKB-ს მისიის პირველი ჯგუფი ერევანში 15 სექტემბერს ჩაფრინდება

14 სექ 202221:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/wmau71mh0h1u2ql.jpg

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ODKB) მისიის პირველი ჯგუფი სომხეთში 15 სექტემბერს ჩაფრინდება. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსპიკერმა, ვლადიმირ ზაინეტდინოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერევანში ჩასულ ჯგუფს უხელმძღვანელებს ODKB-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი. როგორც ცნობილია, გენერალური მდივანი, სტანისლავ ზასი სომხეთს შემდეგ კვირაში ეწვევა.

13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.

ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის გაერთიანებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს შორის ტერიტორია დანაღმეს მთიანი რელიეფისა და ხევების გამოყენებით.

სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს, ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მათი შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება დაიდო. 


close დახურვა