logo
ENG



Reuters: აზოვსტალიდან 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

01 მაი 202217:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/01/de6y6k0rzuk5t7n.png
ფოტო: Reuters

მარიუპოლში, აზოვსტალის ტერიტორიიდან 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

Reuters-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეების გაყვანა გაეროს სიმბოლიკის მქონე ავტომობილებით მოხდა.

გუშინ, აზოვის ბატალიონმა გაავრელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა მარიუპოლში, აზოვსტალის ტერიტორიიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქე - ქალები და ბავშვები გამოიყვანეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში იმყოფებოდა. მან პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გუტიერეშმა თქვა, რომ გაერო მზად არის მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. აღსანიშნავია, რომ გუტიერეშის ვიზიტის პარალელურად რუსეთმა კიევში რამდენიმე რაკეტა დაუშინა. მარიუპოლის ბლოკა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. 

 


close დახურვა