logo
ENG



Ryanair-მა იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა

06 მარ 202008:02
3 წუთის საკითხავი
 

ავიაკომპანია Ryanair-მა იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები ერთი თვის ვადით შეაჩერა.

დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიულრმა ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღო. მიზეზი კორონავირუსია. გაუქმებული რეისების შესახებ მგზავრებს წერილობით უკვე აცნობეს. სანაცვლოდ Ryanair-მა დაზარალებულებს ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს არჩევა შესთავაზა.

ავიაკომპანიის გადაწყვეტილება როგორც მილანი-თბილისის, ისე ბოლონია-ქუთაისის მიმართულებაზე ვრცელდება. Ryanair-მა ფრენები დროებით ჩეხეთის, მონტენეგროს, იორდანიისა და ისრაელის მიმართულებითაც შეაჩერა. 


close დახურვა