logo
ENG



WSJ: ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდა

14 ივლ 202419:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/14/zawdmxll3ea4c3z.jpg

 

ტრამპზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. ამის შესახებ Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილის, მეთიუ კრუკსის მანქანა იმ ადგილის მახლობლად იყო გაჩერებული, სადაც ტრამპი მხარდამჭერებს შეხვდა. 

***

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ის მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს. 

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.


close დახურვა