logo
ENG



მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 29 ბათუმიდანაა, 24 - ქუთაისის სკოლიდან

11 სექ 202011:01
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, 11 სექტემბერს გამოვლენილ ახალ შემთხვევებს შორის, ყველაზე მეტი, 29 ინფიცირებული ბათუმიდან არის. მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ახალი შემთხვევების განაწილებაზე ესაუბრა:

"87 შემთხვევიდან, 29 არის ბათუმის შემთხვევაა, 24 - ქუთაისის სკოლის, 12 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 შემოტანილი, აქედან 3 სატვირთოს მძღოლია, 3 შემთხვევა სამედიცინო პერსონალია და 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად".

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 917 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.

 


close დახურვა