logo
ENG



აზოვი: ქალი, რომელსაც ФСБ დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, ჩვენთან კავშირში არაა

22 აგვ 202221:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/22/acud8h7p7fjx1tv.jpg

აზოვის ბატალიონის წევრები აცხადებენ, რომ არავითარ კავშირში არ არიან ქალთან, რომელიც ФСБ-ს მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

პოლკში ამბობენ, რომ დოკუმენტები, რომლებიც რუსულმა მხარემ გამოაქვეყნა, ყალბია.

"ქალს, რომლის სახელი და პირადობის მოწმობა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა რუსი პროპაგანდისტის, დუგინის ქალიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის გამოძიებაზე, არანაირი კავშირი არ აქვს აზოვის პოლკთან და ის არასდროს ეკუთვნოდა ჩვენს დანაყოფს"- აცხადებენ აზოვში.

რუსული ФСБ აცხადებს, რომ გახსნეს დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს

მათი მტკიცებით, მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ნატალია ვოვკია, რომელიც "დანაშაულის ჩადენის შემდეგ ესტონეთში მიიმალა".

მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში 20 აგვისტოს, ღამით ააფეთქეს. იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო. 

დარია დუგინა დაიღუპა. 

21 აგვისტოს მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა" აიღეს. 

მანამდე რუსმა პროპაგანდისტებმა დუგინას მკვლელობაში უკრაინას დაადანაშაულა, ოფიციალურმა კიევმა კი დუგინას აფეთქებასთან კავშირს უარყოუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ტერორისტული სახელმწიფო არაა, ამასთან, მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებებზე მეტყველებს.


close დახურვა