logo
ENG



ამირან გამყრელიძე: პლაქვენილით მკურნალობისას ჯერ გართულება არ დაფიქსირებულა

30 მაი 202017:09
3 წუთის საკითხავი
clock 499

კორონავირუსის მკურნალობიდან პლაქვენილის ამოღებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ეხმაურება. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში პლაქვენილით ნამკურნალებ არცერთ პაციენტთან გართულება არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი პლაქვენილი კვლევების შემდეგ დროებით ამოიღო, თუმცა ბევრ ქვეყანაში მას კოვიდ-19-ის სამკურნალოდ კვლავ იყენებენ.

"რესტროსპექტრული დაკვირვებებისა და ანალიზის შემდეგ, რამდენიმეში მისი უპირატესობა გამოჩნდა და რამდენიმეში - პირიქით. ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციამ დროებით შეაჩერა მის ამ სოლიდარობის კვლევაში პლაქვენილის ჩართვა, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში ამ მედიკამენტით ნამკურნალებ არცერთ შემთხვევაში გართულება არ დაფიქსირებულა. დღეს ის კიდევ გამოიყენება მრავალ ქვეყანაში. ამ დაავადების მკურნალობა კვლავ სიმპტომური და სინდრომულია", - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 


close დახურვა