logo
ENG



ანალიტიკოსი: ახლა ისრაელის ტერორისტებისგან გაწმენდა ხდება, ისინი აღარაფერს აკონტროლებენ

08 ოქტ 202320:23
3 წუთის საკითხავი
 

სამხედრო ანალიტიკოსი, დავით შარპი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ისრაელის ტერიტორიის ტერორისტებისგან გაწმენდა ხდება. 

როგორც ანალიტიკოსმა დროებასთან საუბარში აღნიშნა, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წევრები არც ერთ მონაკვეთს აღარ აკონტროლებენ. 

"ისრაელის შეიარაღებული ძალები დგანან ღაზის სექტორთან საზღვარზე. გუშინაც იდგნენ მრავალ ადგილას, მაგრამ ახლა, ბოლო ეტაპი არის ისრაელის ტერიტორიის ტერორისტებისგან გაწმენდა. ისინი აღარაფერს აღარ აკონტროლებენ, მაგრამ ისინი, ვინც დაიმალნენ, ვინც არ მოასწრო წასვლა - ბევრი არ არის. თუმცა ისინი კლავ ჩვენს ტერიტორიაზე არიან. ბოლო, წმენდის ეტაპი მთავრდება, ზოგჯერ სროლაც ხდება და შეტაკება ტერორისტებთან. ისრაელის არმია ემზადება მსხვილმასშტაბიანი ოპერაციისთვის ჰამასის წინააღმდეგ ღაზას სექტორში, სახმელეთო ოპერაციისთვის. ამიტომ გუშინდელი დღიდან ხდება რეზერვისტების მასობრივი გამოძახება. ეს არის ომის ის ეტაპი, რომელიც ისრაელმა ახლა უნდა გაიაროს", - თქვა შარპმა. 

***

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

8 ოქტომბერს, ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

 

 


close დახურვა