logo
ENG



არასრულწლოვნების გაუპატიურების საქმეზე დაკავებულ 60 წლამდე კაცს ბრალდება წარუდგინეს

01 ოქტ 202320:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/01/tg9nxr92qfqhsgb.jpg

პროკურატურის ცნობით, ორი პირის გაუპატიურების, სქესობრივი კავშირის იძულების, 16 წლის ასაკს მიუღწეველთა სქესობრივი კავშირის დამყარებისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ბრალდება ერთ პირს წარუდგინეს.

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შედიოდა, მათ შორის, არასრულწლოვან გოგოებთან, ძალის გამოყენებით ამყარებდა მათთან სქესობრივ კავშირს, ხოლო შემდეგ მუქარითა და შანტაჟით აიძულებდა სექსუალურ ურთიერთობას.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა. უწყებაში ამბობენ, რომ სხვა დაზარალებულების დადგენის მიზნით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

უწყების განცხადებით, კაცს ბრალდება რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, ესენია სქესობრივი კავშირის დამყარება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, გაუპატიურება; წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება; სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება; სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ფიზიკური ძალადობა ორი პირის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ და ფიზიკური ძალადობა. ჩამოთვლილი მუხლები სასჯელის ზომად 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კაცი 29 სექტემბერს დააკავეს. რამდენიმე დღის წინ ფორმულასთან გოგოები ამბობდნენ, რომ ძალადობა 1 წლისა და 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და დამნაშავედ ერთსა და იმავე ადამიანს ასახელებდნენ. ამბობდნენ, რომ დაუკავშირდნენ პოლიციას, სადაც ერთ-ერთის ჩვენების საფუძველზე სავარაუდო მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, მეორე გოგონას კი, მისივე თქმით, პოლიციელები არწმუნებდნენ, რომ განცხადება არ დაეწერა.

ფორმულას მხრიდან სამართალდამცველებთან კომუნიკაციის შემდეგ, გამომძიებელი ერთ-ერთ სავარაუდო მსხვერპლს დაუკავშირდა და მოწმის სახით, პოლიციაში დაიბარა.

 


close დახურვა