logo
ENG



აქცია ქუთაისის მერიასთან - მოქალაქეები ქალაქიდან გასვლის უფლებას ითხოვენ

29 აპრ 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის მერიასთან მოქალაქეები რამდენიმე დღით  ქალაქიდან გასვლის უფლებასა და საჭირო საშვებს ითხოვენ. მათი განცხადებით, ქალაქიდან გასვლის ნებართვები, მათივე ნაკვეთებში წასასვლელად და საგაზაფხულო სამუშოებისთვის სჭირდებათ.

საშვების მსურველების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ შექმნილ რიგში ადამიანები დისტანციის დაცვასაც ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმოსვლაზე შეზღუდვა დღეიდან ისევ მკაცრდება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა