logo
ENG



აშშ: მტკიცედ ვდგავართ ისრაელის მთავრობისა და ხალხის გვერდით

07 ოქტ 202317:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/4hx60whdwudnk2b.jpg

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელზე თავდასხმას გმობს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ავრცელებს. 

"აშშ ცალსახად გმობს ჰამასის ტერორისტების არაპროვოცირებულ თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ტერორიზმს გამართლება არასდროს აქვს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის მთავრობისა და ხალხის გვერდით და ვუსამძიმრებთ თავდასხმის შედეგად დაღუპულების გამო", - თქვა მან.

ასევე, აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ესაუბრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს და განუცხადა, რომ აშშ მჭიდრო კავშირში რჩება პარტნიორებთან ისრაელში. 

***

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს". 

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი. 

 

 

 

close დახურვა